Sunday, July 15, 2012

ნანა ჟვანია

 ოჯახში ყველაზე პატარა ვიყავი. ამიტომ ყველას ძალიან ვუყვარდი და ყველა  ჩემზე ზრუნავდა. იდეალური ბავშვობა  მქონდა.ისე გავიზარდე  რომ სიტყვა "არა" არავისგან მახსოვს. ძალიან სასაცილო სახელი შემარქვეს ოჯახის წევრებმა-"ზედმეტა".
    მენატრება ის დრო...
    ყველაფერს ჩემს  მშობლებს ვუკავშირებ.ძალიან მენატრება ორივე. ძალიან ცელქი ვიყავი, ხიფათით სავსე.ჩემგან მათ მოსვენება არ ჰქონდათ. ხშირად ვნატრობ ბავშვობაში დაბრუნებას.

ნაირა ბრაჭული



ჩემი ბავშვობა
დავიბადე ქ.დუშეთში,ერთ ჩვეულებრივ ოჯახში სადაც ძალიან მანებივრებდნენ.
მაგრამ ვიყავი ძალიან ხიფათა, რაც დღემდე მომყვება . ვარდებოდი  იქიდან
საიდანაც შეიძებოდა გადმოვარდნა  და საიდანაც არ შეიძლებოდა.მაგრამ
მიუხედავად ამისა მაინც დავბრუნდებოდი 15-წლით უკან.
ვიყავი ძალიან მშვიდი და ადვილი სამართავი. მიყვარდა თოჯინები და საკრუთარ
თავთან საუბარი.

ხათუნა ჭინჭარაული






დავიბადე  1967 წლის 28 ივნისს, თიანეთის რაიონში. დავდიოდი ბაღიაანების საბავშვო ბაღში. დავამთავრე ზოია რუხაძის სახელობის საშუალო სკოლა.ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ლელა ღვინიაშვილი, ვსწავლობდი კარგად, ვიყავი კლასის პიონერხელმძღვანელი, აქტიურად ვიყავი ჩართული პიონერულ საქმიანობაში, ვაგროვებდით პანტა- მაჟალოს, რითაც ჩვენი წვლილი შეგვქონდა საბჭოთა კავშირის აღმშენებლობის საქმეში. ბეღურებსაც ვკვებავდი. ვცხოვრობდი ჩვეულებრივი ბავშვივით.  სწავლა გავაგრძელე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე.  

ნინო ოდიშელიძე


ჩემი   ბავშვობა
მე, ნინო ოდიშელიძე დავიბადე ქ.თბილისში, გაზაფხულის ერთ ლამაზ დღეს.
ბავშვობა მქონდა ლაღი და ბედნიერი,საბავშვო ბაღი არ მიყვარდა და არც მივლია
ბებიასა და დედას წყალობით.როგორც ამბობდნენ ვიყავი  ხალიან აქტიური ,ცელქი
და ლამაზი.  ვარ მეორე გოგო ოჯახში , ალბათ ელოდებოდნენ ბიჭს , ამიტომ ბიჭივით
მათამამებდნენ.
დავამთავრე თბილისის 134-ე საშ. სკოლა  და მუსიკალური, ეს პერიოდი სავსე იყო
კურიოზებით.სკოლის დამთავრებით ალბათ მთავრდება ბავშვობაც.
მახსენდება ერთი ლექსი:
მივდივარ, ვტოვებ სკოლის კედლებში ოქროს ბავშვობას
და ამ ხანასი ვერასოდეს ვერ დავბრუნდებით.........

ნანა მირზიაშვილი


ჩემი ბავშვობა

ზამთრის ერთ სუსხიან დღეს დავიბადე პატარა, ლამაზ ქალაქში - დუშეთში. მქონდა უდარდელი, ლაღი, ბედნიერი ბავშვობა. ვსწავლობდი კარგად. ხშირად  ვბაძავდი მასწავლებლებს და ვოცნებობდი  ვყოფილიყავი ისეთი,როგორებიც ისინი იყვნენ.
ძალიან მახარებდა უფროსებისგან შექება.ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი თბილი და ყურადღებიანი. არასოდეს არავინ მომიტყუებია,ამიტომ  ბევრს უნდოდა ჩემთან მეგობრობა.
მოკლედ: ,,ჭრიჭინასავით’’ არასოდეს მიცხოვრია!
არადა ამ გადასახედიდან ვფიქრობ,რომ ხანდახან ,,ჭრიჭინობა’’  კარგია!

თამუნა ისაშვილი


ჩემი ბავშვობა


 გავიზარდე მრავალშვილიან ოჯახში რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემს და-ძმებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. ვიყავი ყოველთვის დამთმობი, მშვიდი და უპრეტენზიო ბავშვი. ყველანაირ საოჯახო  საქმეში ვეხმარებოდი ჩემს მშობლებს . ძალიან მიყვარვა  კერვა, ქსოვა,ქარგვა. ჩემს თოჯინებს ყოველთვის ჩემი ხელით შეკერილ და მოქსოვილ ტანსაცმელს ვაცმევდი.
   სკოლაში კარგად ვსწავლობდი  თითქმის ყველა საგანს. ძალიან მიყვარდა ჩემი დამრიგებელი, რომელიც წლების განმავლობაში ჩემთვის იყო მისაბაძი ადამიანი.

ნატო ლალიაშვილი


ჩემი ბავშვობა
მე, ნატო ლალიაშვილი, დავიბადე ქ.დუშეთში 1978 წელს. ბავშვობა, როგორც ყველა  ადამიანს, მეც ძალან ლამაზი მქონდა (ყოველ შემთხვევაში ასე მგონია J ) დავდიოდი საბავშვო ბაღში და ამბობენ, რომ ცელქი და ენამოსწრებული ბავშვი ვყოფილვარ. ამასან დაკავშირებით იხსენებენ უამრავ კურიოზს.
1995 წელს დავამთავრე დუშეთის  #1 საჯარო სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი, ბიჭებში გაზრდილს (მყავს 2 ძმა), თავი მთლად გოგო არ მეგონა და ეს მიქმნიდა პრობლემებს J თუ რამე რ მომეწონებოდა, აქტიურ შეტევაზე გადავდიოდი. ამას თან ერთვოდა ჩემი ბუტიაობა და ასე გავლიე ჩემი საუკეთესო წლები J ...მას შემდეგ, რაც ფილოლოგიურზე ჩავაბარე და კურსზე უამრავი გოგონა დამხვდა, მეც, ასაკმომატებული და განაზებული J შევუდექი დიდი ცხოვრების მე-2 ეტაპს,  „დიდობისას“...

ნათია ჭიკაიძე


ჩემი ბავშვობა

დავიბადე 1981 წლის 30 მაისს ქ. დუშეთში. ოჯახში ყველაზე უმცროსი შვილი ვიყავი,  მშობლებს არ სჭირდებოდათ დიდი ძალისხმევა ჩემს აღზრდაში, რადგან მორჩილი ბავშვი ვიყავი, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს მშობლებისგან ხმამაღალი შენიშვნა არ მახსოვს. ძალიან მიყვარდა თოჯინებით თამაში,  ვუკერავდი ტანსაცმელს და  ყოველთვის ისე ვუფრთხილდებოდი როგორც ცოცხალ არსებებსJ.  თოჯინები დღემდე მაქვს შემონახული და მათ რომ ვუყურებ ბავშვობის ხანაში ვბრუნდები ხოლმე.
მიუხედავად იმის რომ მშვიდი და დამჯერი ბავშვი ვიყავი ერთ ადგილას მჯდომს ვერავინ მნახავდა. ყოველთვის ისეთ რაგაცას ვაკათებდი რაც ფიზიკურ აქტივობას მოითხოვდა. შედეგად მეზობლებმა კურდღელა შემარქვეს:) ეს იყო ჩემი ბავშვობის ზედმეტი სახელი J.

ნანა ბოძაშვილი


დავიბადე  . დუშეთში 1973 წლის 1 აგვისტოს. მქონდა ძალიან უზრუნველი და ბედნიერი ბავშობა. ჩემი ბავშობა - ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ხანაა. ბავშობაში ძალიან მხიარული, და ცელქი ბავში ვიყავი. 


          

ქეთინო ბეჟანიშვილი

 
მე ვარ ქეთინო ბეჟანიშვილი, დედამ და მამამ მდინარეზე ჩამომავალ ნავში მიპოვეს, თურმე ვმღეროდი: წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდაო....შევებრალე და გამზარდეს. მათი ამაგი დავაფასე იმით,რომ პედაგოგი ვარ,თუმც დედა არ მირჩევდა, ეს პროფესია ჩემმა პედაგოგებმა შემაყვარეს, მადლობა მათ. ლამაზი და სასიამოვნო ბავშვობა მქონდა.არ მეკლდა ,,რახათ ლუხუმი" და მაშინდელი გემრიელი ,,ნუგა-ნუგა". ნეტა იმ დროს.....

ელისო ებიტაშვილი


ჩემი ბავშვობა
            მე, ელისო ებიტაშვილი, დავიბადე დუშეთის რაიონის  სოფელ ბაზალეთში, ბავშვობა გავატარე სოფელში.
ბავშობა მქონდა  ხალისიანი, საინტერესო და უპრობლემო, ასე ვთქვათ – ბედნიერი ბავშვობა. განსაკუთრებით ზაფხული იყო ყოველთვის საინტერესო, სოფელი ივსებოდა მოსული სტუმარი ბავშვებით და იწყებოდა სიახლეებით და თავგადასავლებით სავსე ზაფხული.
დღის გამრავლობაში სახლში უფროსებს ვეხმარებოდით, დავდიოდით ტბაზე, ექსკურსიებზე უფროსებთან ერთად,ან ვკითხულობდით, საღამოს ვიკრიბებოდით ერთად და ვერთობოდით: ვსუბრობდით, ვთამაშობდით სხვადასხვა საბავშვო თამაშებს, ვქურდობდით ხილზე, გვქონდა ცეკვა-თამაში და ა.შ.

ლეილა ებიტაშვილი


ჩემი  ბავშვობა







მე, ლეილა ებიტაშვილი დავიბადე სოფელ ბაზალეთში.ამ მშვენიერ სოფელში გაიარა ჩემი ბავშვობის ლამაზმა  და უდარდელმა წლებმა.როგორც ყველა ბავშვი მეც ჩემ თანატოლებთან ერთად დავრბოდი აღმა-დაღმა, ხან მინდორში,  ხან ტყეში, ცხელ ზაფხულში ხშირად დავდიოდით ბაზალეთის ტბაზე. სურვილი მქონდა მესწავლა ცურვა ,ამაში მეხმარებოდა ჩემი ძმა.ერთხელაც გავთამამდი და ცოტა შორს გავცურე,ძალიან დავიღალე ვეღარ ვცურავდი და ვიხრჩობოდი,იქვე იყო ჩემი ძმა და გადამარჩინა. ტბაზე სიარული ახლაც მიყვარს თუმცა ვერ ვცურავ.

ოლია ბეკოშვილი


ბავშვობა 



მე ოლია ბეკოშვილი დავიბადე დედოფლისწყაროს რაიონში.ბავშვობა გავატარე სოფელ ჯაფარიძეში.მქონდა ხალისიანი და საინტერესო ბავშვობის წლები.მიყვარდა ექიმობა  და გამოვედი მასწავლებელი.

ნინო სინჯარაძე


                                                             ჩემი ბავშვობა






მე ვარ ნინო სინჯარაძე. 1976 წლის 18 აგვისტოს მამაჩემმა რეზო სინჯარაძემ და დედაჩემმა მაყვალა ჯვარიძემ, ბაზალეთის ტბაში ოქროს აკვანში პატარა ბავშვი იპოვეს. ამოიყვანეს და გავჩნდი მე! რა თქმა უნდა ოქროს აკვანი აღარ წამოიღეს. უკან დააბრუნეს. მათ ხომ ამხელა სიმდიდრე იპოვეს! ბავშვობა გავატარე ბაზალეთში. შეიძლება ითქვას რომ საუკეთესო წლები იყო ეს წლები ჩემ ცხოვრებაში. უდარდელი და ბედნიერი. 7 წლამდე ისე ვიზრდებოდი, რომ სოფელში ,,მათე ბიჭი’’ დამარქვეს. სკოლაში კი სრულიად შევიცვალე. მერე კიდევაც გავიზარდე... 

შორენა კოჭლიშვილი


ჩემი ბავშვობა
მე,შორენა კოჭლიშვილი დავიბადე ფშვში-სოფელ უძილაურთაში,ცასთან და მზესთან ახლოს.დავიბადე და გავიზარდე მრავალშვილიან ოჯახში ექვსი დედმამიშვილიდან ვარ მეექვსე ოჯახის უმცროსი წევრი,სულ ხუთი და და ერთი ძმა ვართ.კარგი ბავშვობა მქონდა,რადგან ყველა მანებივრებდა,როგორც პატარას.მიყვარდა ცეკვა და სულ ვცეკვავდი ხოლმე,მაგრამ მოცეკვავე მაინც ვერ გამოვედი...
ხშირად დავდიოდით მთაში,იქ სადაც ალპური ზონაა ვკრეფდით ჟოლსა და შალშავს ვკრეფდით დეკას.ვეძებდით ტოროლების ბუდეებს,ვუვლიდით ცხვარსა და ძროხას,ჩემი და-ძმები კითხულობდნენ წიგნებს მათ შემაყვარეს კითხვა.
სკოლაში 1975 წელს შემიყვანეს,ერთხელ ზამთარში დიდი თოვლი მოვიდა და სკოლაში ჩემმა ძმამ წამიყვანა ზურგზე მოკიდებული,როგორი მოსწავლე ვიყავი არ მახსოვს,მერე კი ყველაფერი თანდათან გავაცნობიერე და მივხვდი,რომ სწავლა აუცილებელი იყო...

ფატი სიდამონიძე

მე ვარ ფატი სიდამონიძე, დავიბადე 1988 წლის 31 ივლის.
ბავშვობაში ვიყავი ძალიან მშვიდი და დამჯერი ბავშვი,ვკითხულობდი წიგნებს,  ვსწავლობდი კარგად, მსურდა გავმხდარიყავი მასწავლებელი და ბავშვობაში ვთამაშობდი მასწავლებლობანას.მქონდა ძალიან კარგი ბავშვობა;

არჩილ კოხიტაშვილი


ბავშობა
ბავშვობაში ვიყავი ძალიან ცელქი,  მოუსვენარი, მააააააგრამმმმ უფროსებს ვუჯერებდი, კარგად ვსწავლობდი , ჩემი ბავშვობიდან ყველაზე თბილად ლამფის შუქზე ღუმელთან გატარებული საგამოები მახსენდება, მაგრამ შემდეგ მოვიდა მიხეილი და გაანათა ქვეყანა.
P.S. კაი იყო ბავშვობა!!!!!!!

Tuesday, June 19, 2012

ხანა მურადოვი

მე დავიბადე თბილისში. როცა ვიყავი ექვსის წლის ჩემი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად კახეტში. ჩემმა ბავშობამ გაიარა  წითელ -წყაროში.  სკოლის დამთავრების შემდეგ  ჩავაბარე   ინსტიტუტში და იმის   მერე ვარ თბილისში.ძალიან  ხშირად მახსენდება ჩემი სკოლა  თანაკლასელები და მასწავლებლები

Роза Манасянц

Роза  Манасянц  родилась  в  Тбилиси,где  живу  и  по  сей  день.  Я  очень  люблю  этот  прекрасный , красивый, вечно юный  город. И  каждый раз,  покидая  его, я с  нетерпением  жду  возвращения  домой.Детство  своё  я  вспоминаю с  удовольствием,  радостью.У меня  было  счастливое  детство.Каждое  лето  я  отдыхала  то  в  Батуми,  то  в   Боржоми, то в Кобулети.
კარინა გოზალოვა
დავიბადე ქ.თბილისში 1955წელს 14 აგვისტოს.დედ-მამა პედაგოგები იყვნენ.ძალიან წყნარი და მორცხვი ვიყავი.კარგად ვსწავლობდი სკოლაში.ყველა საგანი მიყვარდა გარდა ქიმიისა.რას ვიფიქრებდი მაშინ,რომ ქიმიის მასწავლებელი დავდგებოდი.

ნინო ნიქაცაძე

დავიბადე 1971 წლის 6 იანვარს ხარაგაულის რაიონში. დედა-მაყვალა მაისურაძე. მამა- სოსო ნიქაცაძე იყვნენ და დღემდე არიან მზრუნველი, თბილი და ყურადღებიანი მშობლები.  ვიყავი ძალიან ცელქი ბავშვი. ბაღში არასდროს მივლია. 1977 წელს შევედი სკოლაში. პარალელურად დავდიოდი მუსიკაზე. 1988 წელს დავამთავრე ხარაგაულის N1 საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე.ჩემი ბავშვობა არის ულამაზესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.

Сорокина Ирина,

Сорокина Ирина,родилась в Тбилиси. Каждое лето ездили со всей семьёй на отдых на нашу дачу. Дача находится в Метехском районе.Дом находился на пригорке, за водой ходили на родник,который находился за домом.Нам очень нравилось,и мы каждое утро спускались к нему за свежей водой.Родник протекал в лесу,неподалёку,справа,протекала речка. Нам очень там нравилось!

ნატალია ნებიერიძე


დავიბადე 1977 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისში.ჩემს ოჯახში მესამე ბავშვი ვიყავი და ამიტომ ჩემი და-ძმა სულ სიტბოსა და სიყვარულს გამოხატავდა ჩემს მიმართ.გარეგნობით მამას ვგავარ, მეც მასავით ცისფერი თვალები მაქვს.ახალგაზრდობაში კკაცრი ბუნების კაცი იყო.თუ იგი მკაცრად ეკცეოდა ჩემს და-ძმას იგივეს ვერ ვიტყვი ჩემზე.მე,როგორც ნაბოლარას(ასე მეძახდნენ ბავშობაში),მამა არასოდეს მომქცევია მკაცრად.ალბათ ეს ჩემი ხასიათიდან და ბუნებიდან გამომდინარეც იყო.ბავშობიდან ვარ დამოუკიდებელი,მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებული.ალბათ ყველა ის თვისება, რაც მამას მოსწონდა და ამიტომ მისგან არასოდეს შენიშვნა არ დამიმსახურებია.დადებით თვისებებთან ერთად რა თქმა უნდა უარყოფითი თვისებებიც მაქვს. ვარ ნაკლებად კონტაქტური,რადგან ბუნებით წყნარი ვარ არ მიყვარს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა.
ამჟამად ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას.მყავს მეუღლე და ორი ბავშვი. 

ნონა ანთიძე

დავიბადე ქ. თბილიში მოსამსახურის ოჯახში ვიზრდებოდი თბილ  მზრუნველ გარემოში ვსწავლობდი ქ. თბილისის მე-4 საშუალო სკოლაში. ასევე მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი პიონერტა სასახლეში მხატრული კითხვის წრეზე მოკლედ მქონდა საინტერესო მხიარული და ლაღი ბავშვობა.

რუსუდან ნათენაძე


ჩემი ბავშვობა
დავიბადე თბილისში, ნაძალადევში. ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობაც იქ გავატარე.
ვსწავლობდი მე-12 საშუალო სკოლაში, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს და მოწესრიგებული სკოლის ეტალონად მიმაჩნია. სიმართლე რომ ვთქვა, ახლა ნამდვილად არ ვიცი, იქ რა ხდება, მაგრამ ჩემს ბავშვობაში მართალაც სანიმუშო წესრიგი იყო დამყარებული. მახსოვს, დერეფანში მასწავლებელი რომ გამოივლიდა, მოკრძალების ნიშნად კედლებს ავეკრებოდით. შეიძლება მაშინ მართლაც სხვა დრო იყო, ჩვენც სხვანაირად ვიზრდებოდით, მაგრამ ხშირად მინატრია, ნეტა ჩვენი შვილებიც ისეთ მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში  სწავლობდნენ, როგორშიც ჩვენ ვიზრდებოდით-მეთქი.
მარტო დისციპლინა კი არა, სწავლის ხარისხიც  უკეთესო იყო. ჩემს დროს სკოლაში ათი წელი ვსწავლობდით, მაგრამ გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თაობა  ბევრად მეტ ცოდნას იძენდა, ვიდრე ახლა თორმეტი წლის განმავლობაში. მახსოვს,  კლასში 30 მოსწავლე ვიყავით. აქედან 4-5  თუ იქნებოდა ისეთი, რომელსაც სწავლა ეზარებოდა, დანარჩენები კი მართლაც ვინდომებდით.ახლა კი, კლასში რომ შეხვალ, 4-5 მოსწავლე თუ ცდილობს ცოდნის შეძენას, დანარჩენები კი  კაცმა არ იცის, რისთვის დადიან, რისთვის კარგავენ დროს.
მახსოვს, საზაფხულო არდადეგებს ყოველთვის სოფელში ვატარებდი. ჩემი სოფელი ჯავახეთშია, მას გოგაშენი ჰქვია და ვარძიას გადაჰყურებს. ალბათ, ამქვეყნად არც ერთი კუთხე არ მიყვარს ისე, როგორც იქაურობა. ამ სოფელთან არის დაკავშირებული ჩემი ბავშვობის ბედნიერი დღეები. დღემდე მახსოვს, როგორ დავდიოდით ვარძიაში,  როგორ დავძვრებოდით გვირაბებში, ვათვალიერებდით და ვაკვირდებოდით თითოეულ გამოქვაბულს, კლდის თითოეულ ნაპრალს.
განსაკუთრებით მახსენდება, რამდენ წიგნს ვკითხულობდით არდადეგებზე. დღემდე მახსოვს ის წიგნები, რომელიც იქ მაქვს წაკითხული. არდადეგების დადგომა ხომ იმისთვის  უფრო გვიხაროდა, რომ ბევრ წიგნს წავიკითხავდით. თუმცა კითხვას სწავლის დროსაც ვახერხებდით. მახსოვს, როგორ ვუცვლიდით მე და ჩემი კლასელები ერთმანეთს საყვარელი მწერლების წიგნებს. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ წიგნს ერთდროულად რამდენიმე ბავშვიც კი ვკითხულობდით და მოუთმენლად ველოდით ჩვენი რიგის დადგომას.
რა გულდასაწყვეტია, რომ დღევანდელი ბავშვების უმეტესი ნაწილისათვის  ეს გრძნობა უცხოა და ჩემი თაობის ადამიანების ამგვარი ნაამბობი მათ მხოლოდ ღიმილს  ჰგვრის.

Sunday, March 25, 2012

ჩემი ბავშვობა

 პროექტი:  ჩემი ბავშვობა;
პროექტის მთავარი იდეა: ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნონ თავიანთი ბავშვობის შესახებ;
პროექტის აქტუალობა: ტრენინგის მონაწილეები კარგად გაიცნობენ ერთმანეთს;
პროექტის მიზნები: პროექტის მონაწილეებს მომავალში გაუადვილდეთ საკუთარ პროექტებზე მუშაობა;
მონაწილეთა ასაკი: თბილისის  საჯარო სკოლებში მიმდინარე ისტ ტრენინგების მონაწილე პედაგოგები;
ვადები:   5 დღე;
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი ტრენიგის მონაწილეთა ჩანაწერებით;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტის მონაწილის ბავშვობის სურათი, კომპიუტერი, ინტერნეტი,  პროგრამა MS Word;
პროექტის მსვლელობა: პროექტის მონაწილეები საკუთარი ბავშვობიდან იხსენებენ მათთვის და საზოგადოებისათვის საინტერესო ფაქტებს და ამ ინფორმაციას  ბავშვობის სურათებთან ერთად განათავსებენ ბლოგზე;
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პირდაპირ კავშირშია ისტ ტრენინგის კურსთან (”ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში”);
პროექტის ხელმძღვანელი: მაია ჯოხაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: treningi09@gmail.com; maiaj2009@gmail.com.
პროექტის ბლოგი: http://tbilisi173.blogspot.com

თამარ თევდორაშვილი

ბავშვობის ხანა, ეს ის წლებია, რომელიც ადამიანს არ ავიწყდება სიცოცხლის მანძილზე. მსიამოვნებს ამ ფოტოს ნახვა და მახსენდება  ბავშვობის წლები...

სკოლის პერიოდის და მერხის ამხანაგების გახსენება განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს...


Saturday, March 24, 2012

ეკა მჭედლიშვილი

ბავშვობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც...ბავშვობა ლამაზი ფერებით, ასრულებული ოცნებებით,არაჩვეულებრივი მშობლებით.. მახსენდება და ვოცნებობ რომ ისევ დაბრუნდეს ის დრო, როდესაც ბედნიერების განცდა ყოველ წუთს გვახსენებდა თავს მე , ჩემს პატარა დაიკოს და ძამიკოს...

ნინუცა გუგეშაშვილი




ოჯახის პირველი სიხარული. წონა 3,700  სიგრძე 54 სმ. სუსტი გამხდარი, ამის გამო რას არ მეძახდნენ, მერე ბაღში მიმიყვანეს, ლამაზი ფუშფუშელა კაბებით და გადაჭიმული  თმებით, ერთხელ  ბავშვის საწოლიდან  გადმოვარდი და  დედას ვუთხარი მხოლობითში ვიყავი და იმიტომ გადმოვარდი–თქო. 6 წლის სკოლა დავამშვენე.  ჯერ კიდევ ლაღი ბავშვობა, რაჭაში ბებია – ბაბუასთნ , მამიდების და ბიძების გარემიცვაში. საკვებიდან არ მიყვარდა ლობიო ,  ისე არ ვიყავი წუნია.

ეკა ბადრიაშვილი

ეკა ბადრიაშვილი-,,ჩემი ტკივილიანი მონატრებ
,,მოგონებები გარდასულ დღეთა მწუხარების ჟამს  უდიდესი სატკივარია,,... ყველაზე ტკბილი, ყველაზე სასიამოვნო, რაც  გაგახარებს , შორეულში დაგაბრუნებს ,რაც შენია, შენს გულშია , გონებაშია, ეს არის ბავშვობა.....
          მენატრება უზრუნველი ყოფა... მენატრება ჩემი ოჯახი სრული შემადგენლობით...ძალიან ბევრი დარჩა წარსულში საუკეთესო...მქონდა ფერადი  ბავშვობა მზრუნველ და მოსიყვარულე  მშობლებთან ერთად, მყავდა ერთადერთი დაიკო, რომელიც დღეს აღარ მყავს...                  რა შეიძლება გამახსენდეს ტკივილიან დროს, თუ არა ბავშვობა სავსე სიხარულითა  და სიყვარულით 


    მახსენდება  ბავშვური ცუღლუტობა,
მკაცრი აკრძალვები, ერთობლივად მოფიქრებული ონავრობები, ბებიას უჩუმად მდინარეზე წასვლა და საღამოზე მუქარა: თქვენს მშობლებს ვეტყვით. იწყებოდა მუდარა, არ დავესმინეთ მშობლებთან. გული მტკივა დღეს ეს ადამიანები ჩემს გვერდით აღარ არიან..
   ძალიან მინდა ბავშვობაში დაბრუნება, იქ სადაც ყველანი ერთად ვიყავით....
  

ირინა შერაზადიშვილი


      დიდი სათვალეები, დიდი ტანსაცმელი, დიდი ფეხსაცმელიამ ყველაფერდიდურშიგამოწყობა და მშობლების მოსვლამდე სარკის წინ ტრიალი, “სილამაზითტკბობა
      ბამბის ნაყინიარასოდეს მიყვარდა, მაგრამ მაინც ყოველთვის მყიდულობდნენ.
      გუაშებში ხელების ტყაპუნი და სახის მოთხუპნა, ფერადი სიზმრები, ფუნჯებით ყველაფრის გაფერადება და გულუბრყვილო ბავშვური კისკისი
     კოტრიალი სოფელში, მწვანე მინდორზე, და რაღაც მინდვრის ყვავილების წუწნატყეში გაპარვა, დამალვა, მერე მშობლების ძებნა და ერთი-ორი შემოლაწუნება დაუკითხავად წასვლისათვის.
    მერე?!.. ჰოო.... სკოლა…. გამომშვიდობება სათამაშოებთან, თოჯინებთან. ნელ-ნელა მათი ადგილები წიგნებმა დაიკავეს. ბევრი წიგნები და     კიდევ ბევრი სხვა
   ისევ ისე მიყვარს ჩემი თოჯინები და წიგნებთან ერთად ჩემი სათამაშოები აწყვია.
   ის მოგონებები მიყვარს, წარსულში რომ დარჩა და ბავშვობა რომ ჰქვია