მე, ნატო ლალიაშვილი, დავიბადე ქ.დუშეთში 1978 წელს.
ბავშვობა, როგორც ყველა ადამიანს, მეც ძალან
ლამაზი მქონდა (ყოველ შემთხვევაში ასე მგონია J ) დავდიოდი საბავშვო ბაღში და ამბობენ, რომ ცელქი და
ენამოსწრებული ბავშვი ვყოფილვარ. ამასან დაკავშირებით იხსენებენ უამრავ კურიოზს.
1995 წელს დავამთავრე დუშეთის #1 საჯარო სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ კარგ მოსწავლედ
ვითვლებოდი, ბიჭებში გაზრდილს (მყავს 2 ძმა), თავი მთლად გოგო არ მეგონა და ეს მიქმნიდა
პრობლემებს J თუ რამე რ მომეწონებოდა, აქტიურ შეტევაზე გადავდიოდი.
ამას თან ერთვოდა ჩემი ბუტიაობა და ასე გავლიე ჩემი საუკეთესო წლები J ...მას შემდეგ, რაც ფილოლოგიურზე ჩავაბარე და კურსზე
უამრავი გოგონა დამხვდა, მეც, ასაკმომატებული და განაზებული J შევუდექი დიდი ცხოვრების მე-2 ეტაპს, „დიდობისას“...
No comments:
Post a Comment