ჩემი ბავშვობა
მე,შორენა კოჭლიშვილი დავიბადე ფშვში-სოფელ უძილაურთაში,ცასთან
და მზესთან ახლოს.დავიბადე და გავიზარდე მრავალშვილიან ოჯახში ექვსი დედმამიშვილიდან
ვარ მეექვსე ოჯახის უმცროსი წევრი,სულ ხუთი და და ერთი ძმა ვართ.კარგი ბავშვობა მქონდა,რადგან
ყველა მანებივრებდა,როგორც პატარას.მიყვარდა ცეკვა და სულ ვცეკვავდი ხოლმე,მაგრამ მოცეკვავე
მაინც ვერ გამოვედი...
ხშირად დავდიოდით მთაში,იქ სადაც ალპური ზონაა ვკრეფდით
ჟოლსა და შალშავს ვკრეფდით დეკას.ვეძებდით ტოროლების ბუდეებს,ვუვლიდით ცხვარსა და ძროხას,ჩემი
და-ძმები კითხულობდნენ წიგნებს მათ შემაყვარეს კითხვა.
სკოლაში 1975 წელს შემიყვანეს,ერთხელ ზამთარში დიდი
თოვლი მოვიდა და სკოლაში ჩემმა ძმამ წამიყვანა ზურგზე მოკიდებული,როგორი მოსწავლე ვიყავი
არ მახსოვს,მერე კი ყველაფერი თანდათან გავაცნობიერე და მივხვდი,რომ სწავლა აუცილებელი
იყო...
No comments:
Post a Comment