დავიბადე 1981 წლის 30 მაისს ქ. დუშეთში. ოჯახში ყველაზე უმცროსი შვილი
ვიყავი, მშობლებს არ სჭირდებოდათ დიდი ძალისხმევა
ჩემს აღზრდაში, რადგან მორჩილი ბავშვი ვიყავი, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს მშობლებისგან
ხმამაღალი შენიშვნა არ მახსოვს. ძალიან მიყვარდა თოჯინებით თამაში, ვუკერავდი ტანსაცმელს და ყოველთვის ისე ვუფრთხილდებოდი როგორც ცოცხალ არსებებსJ. თოჯინები დღემდე მაქვს შემონახული და მათ რომ ვუყურებ
ბავშვობის ხანაში ვბრუნდები ხოლმე.
მიუხედავად იმის
რომ მშვიდი და დამჯერი ბავშვი ვიყავი ერთ ადგილას მჯდომს ვერავინ მნახავდა. ყოველთვის
ისეთ რაგაცას ვაკათებდი რაც ფიზიკურ აქტივობას მოითხოვდა. შედეგად მეზობლებმა კურდღელა
შემარქვეს:) ეს იყო ჩემი ბავშვობის ზედმეტი სახელი J.
No comments:
Post a Comment