ოჯახის პირველი სიხარული. წონა 3,700 სიგრძე 54 სმ. სუსტი გამხდარი, ამის გამო რას არ მეძახდნენ, მერე ბაღში მიმიყვანეს, ლამაზი ფუშფუშელა კაბებით და გადაჭიმული თმებით, ერთხელ ბავშვის საწოლიდან გადმოვარდი და დედას ვუთხარი მხოლობითში ვიყავი და იმიტომ გადმოვარდი–თქო. 6 წლის სკოლა დავამშვენე. ჯერ კიდევ ლაღი ბავშვობა, რაჭაში ბებია – ბაბუასთნ , მამიდების და ბიძების გარემიცვაში. საკვებიდან არ მიყვარდა ლობიო , ისე არ ვიყავი წუნია.
No comments:
Post a Comment