ბამბის ნაყინი – არასოდეს მიყვარდა, მაგრამ მაინც ყოველთვის მყიდულობდნენ.
გუაშებში ხელების ტყაპუნი და სახის მოთხუპნა, ფერადი სიზმრები, ფუნჯებით ყველაფრის გაფერადება და გულუბრყვილო ბავშვური კისკისი…
კოტრიალი სოფელში, მწვანე მინდორზე, და რაღაც მინდვრის ყვავილების წუწნა… ტყეში გაპარვა, დამალვა, მერე მშობლების ძებნა და ერთი-ორი შემოლაწუნება დაუკითხავად წასვლისათვის.
მერე?!.. ჰოო.... სკოლა…. გამომშვიდობება სათამაშოებთან, თოჯინებთან. ნელ-ნელა მათი ადგილები წიგნებმა დაიკავეს. ბევრი წიგნები და კიდევ ბევრი სხვა…
ისევ ისე მიყვარს ჩემი თოჯინები და წიგნებთან ერთად ჩემი სათამაშოებიც აწყვია.
ის მოგონებები მიყვარს, წარსულში რომ დარჩა და ბავშვობა რომ ჰქვია…
No comments:
Post a Comment