Sunday, July 15, 2012

ნათია ჭიკაიძე


ჩემი ბავშვობა

დავიბადე 1981 წლის 30 მაისს ქ. დუშეთში. ოჯახში ყველაზე უმცროსი შვილი ვიყავი,  მშობლებს არ სჭირდებოდათ დიდი ძალისხმევა ჩემს აღზრდაში, რადგან მორჩილი ბავშვი ვიყავი, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს მშობლებისგან ხმამაღალი შენიშვნა არ მახსოვს. ძალიან მიყვარდა თოჯინებით თამაში,  ვუკერავდი ტანსაცმელს და  ყოველთვის ისე ვუფრთხილდებოდი როგორც ცოცხალ არსებებსJ.  თოჯინები დღემდე მაქვს შემონახული და მათ რომ ვუყურებ ბავშვობის ხანაში ვბრუნდები ხოლმე.
მიუხედავად იმის რომ მშვიდი და დამჯერი ბავშვი ვიყავი ერთ ადგილას მჯდომს ვერავინ მნახავდა. ყოველთვის ისეთ რაგაცას ვაკათებდი რაც ფიზიკურ აქტივობას მოითხოვდა. შედეგად მეზობლებმა კურდღელა შემარქვეს:) ეს იყო ჩემი ბავშვობის ზედმეტი სახელი J.

ნანა ბოძაშვილი


დავიბადე  . დუშეთში 1973 წლის 1 აგვისტოს. მქონდა ძალიან უზრუნველი და ბედნიერი ბავშობა. ჩემი ბავშობა - ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ხანაა. ბავშობაში ძალიან მხიარული, და ცელქი ბავში ვიყავი. 


          

ქეთინო ბეჟანიშვილი

 
მე ვარ ქეთინო ბეჟანიშვილი, დედამ და მამამ მდინარეზე ჩამომავალ ნავში მიპოვეს, თურმე ვმღეროდი: წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდაო....შევებრალე და გამზარდეს. მათი ამაგი დავაფასე იმით,რომ პედაგოგი ვარ,თუმც დედა არ მირჩევდა, ეს პროფესია ჩემმა პედაგოგებმა შემაყვარეს, მადლობა მათ. ლამაზი და სასიამოვნო ბავშვობა მქონდა.არ მეკლდა ,,რახათ ლუხუმი" და მაშინდელი გემრიელი ,,ნუგა-ნუგა". ნეტა იმ დროს.....

ელისო ებიტაშვილი


ჩემი ბავშვობა
            მე, ელისო ებიტაშვილი, დავიბადე დუშეთის რაიონის  სოფელ ბაზალეთში, ბავშვობა გავატარე სოფელში.
ბავშობა მქონდა  ხალისიანი, საინტერესო და უპრობლემო, ასე ვთქვათ – ბედნიერი ბავშვობა. განსაკუთრებით ზაფხული იყო ყოველთვის საინტერესო, სოფელი ივსებოდა მოსული სტუმარი ბავშვებით და იწყებოდა სიახლეებით და თავგადასავლებით სავსე ზაფხული.
დღის გამრავლობაში სახლში უფროსებს ვეხმარებოდით, დავდიოდით ტბაზე, ექსკურსიებზე უფროსებთან ერთად,ან ვკითხულობდით, საღამოს ვიკრიბებოდით ერთად და ვერთობოდით: ვსუბრობდით, ვთამაშობდით სხვადასხვა საბავშვო თამაშებს, ვქურდობდით ხილზე, გვქონდა ცეკვა-თამაში და ა.შ.

ლეილა ებიტაშვილი


ჩემი  ბავშვობა







მე, ლეილა ებიტაშვილი დავიბადე სოფელ ბაზალეთში.ამ მშვენიერ სოფელში გაიარა ჩემი ბავშვობის ლამაზმა  და უდარდელმა წლებმა.როგორც ყველა ბავშვი მეც ჩემ თანატოლებთან ერთად დავრბოდი აღმა-დაღმა, ხან მინდორში,  ხან ტყეში, ცხელ ზაფხულში ხშირად დავდიოდით ბაზალეთის ტბაზე. სურვილი მქონდა მესწავლა ცურვა ,ამაში მეხმარებოდა ჩემი ძმა.ერთხელაც გავთამამდი და ცოტა შორს გავცურე,ძალიან დავიღალე ვეღარ ვცურავდი და ვიხრჩობოდი,იქვე იყო ჩემი ძმა და გადამარჩინა. ტბაზე სიარული ახლაც მიყვარს თუმცა ვერ ვცურავ.

ოლია ბეკოშვილი


ბავშვობა 



მე ოლია ბეკოშვილი დავიბადე დედოფლისწყაროს რაიონში.ბავშვობა გავატარე სოფელ ჯაფარიძეში.მქონდა ხალისიანი და საინტერესო ბავშვობის წლები.მიყვარდა ექიმობა  და გამოვედი მასწავლებელი.

ნინო სინჯარაძე


                                                             ჩემი ბავშვობა






მე ვარ ნინო სინჯარაძე. 1976 წლის 18 აგვისტოს მამაჩემმა რეზო სინჯარაძემ და დედაჩემმა მაყვალა ჯვარიძემ, ბაზალეთის ტბაში ოქროს აკვანში პატარა ბავშვი იპოვეს. ამოიყვანეს და გავჩნდი მე! რა თქმა უნდა ოქროს აკვანი აღარ წამოიღეს. უკან დააბრუნეს. მათ ხომ ამხელა სიმდიდრე იპოვეს! ბავშვობა გავატარე ბაზალეთში. შეიძლება ითქვას რომ საუკეთესო წლები იყო ეს წლები ჩემ ცხოვრებაში. უდარდელი და ბედნიერი. 7 წლამდე ისე ვიზრდებოდი, რომ სოფელში ,,მათე ბიჭი’’ დამარქვეს. სკოლაში კი სრულიად შევიცვალე. მერე კიდევაც გავიზარდე...