Saturday, March 24, 2012

მედეა გვიდიანი




დავიბადე საქართველოს  ერთ–ერთ ულამაზეს კუთხეში – იმერეთში, ხონის რაიონში. გავიზარდე დიდ, მრავალშვილიან ოჯახში. ჩემი ბავშვობა იყო ლაღი და უზყრუნველყოფილი. მზრდიდნენ სხვებისადმი სიყვარულითა და სიკეთით სავსეს.

მაკა მოწონელიძე

ბავშვობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, უდარდელი , უზრუნველი, მხიარული, მნიშვნელობა არ აქვს ამ დროს გიჭირს თუ გილხინს. გული ოცნებით და სიხარულით გაქვს სავსე, ბავშვობა მაშინ მთავრდება, როცა მშობლებს კარგავ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხარ, სანამ დედა მყავს, არ დავბერდებიო, უთქვამს ვიღაცას, ჭეშმარიტია.
როცა ბავშვობის სურათებს უყურებ, ფიქრობ, თურმე რამდენი დრო გასულა.

მაია ძმანაშვილი


ბავშვობის წლები უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში,რადგან ბევრი  სასიამოვნო    მოგონებები   გვაკავშირებს     მასთან.მხიარული, ლაღი,უზრუნველყოფილი, უდარდელია ცხოვრება. ბავშვობა ძალიან კარგი მქონდა ,რადგან ვიყავი განებივრებული და ყველა სურვილს მისრულებდნენ .