მე, ლეილა ებიტაშვილი
დავიბადე სოფელ ბაზალეთში.ამ მშვენიერ სოფელში გაიარა ჩემი ბავშვობის ლამაზმა და უდარდელმა წლებმა.როგორც ყველა ბავშვი მეც ჩემ
თანატოლებთან ერთად დავრბოდი აღმა-დაღმა, ხან მინდორში, ხან ტყეში, ცხელ ზაფხულში ხშირად დავდიოდით ბაზალეთის
ტბაზე. სურვილი მქონდა მესწავლა ცურვა ,ამაში მეხმარებოდა ჩემი ძმა.ერთხელაც გავთამამდი
და ცოტა შორს გავცურე,ძალიან დავიღალე ვეღარ ვცურავდი და ვიხრჩობოდი,იქვე იყო ჩემი
ძმა და გადამარჩინა. ტბაზე სიარული ახლაც მიყვარს თუმცა ვერ ვცურავ.
Sunday, July 15, 2012
ნინო სინჯარაძე
ჩემი ბავშვობა
მე ვარ ნინო სინჯარაძე. 1976 წლის 18 აგვისტოს მამაჩემმა რეზო სინჯარაძემ და დედაჩემმა მაყვალა ჯვარიძემ, ბაზალეთის ტბაში ოქროს აკვანში პატარა ბავშვი იპოვეს. ამოიყვანეს და გავჩნდი მე! რა თქმა უნდა ოქროს აკვანი აღარ წამოიღეს. უკან დააბრუნეს. მათ ხომ ამხელა სიმდიდრე იპოვეს! ბავშვობა გავატარე ბაზალეთში. შეიძლება ითქვას რომ საუკეთესო წლები იყო ეს წლები ჩემ ცხოვრებაში. უდარდელი და ბედნიერი. 7 წლამდე ისე ვიზრდებოდი, რომ სოფელში ,,მათე ბიჭი’’ დამარქვეს. სკოლაში კი სრულიად შევიცვალე. მერე კიდევაც გავიზარდე...
შორენა კოჭლიშვილი
ჩემი ბავშვობა
მე,შორენა კოჭლიშვილი დავიბადე ფშვში-სოფელ უძილაურთაში,ცასთან
და მზესთან ახლოს.დავიბადე და გავიზარდე მრავალშვილიან ოჯახში ექვსი დედმამიშვილიდან
ვარ მეექვსე ოჯახის უმცროსი წევრი,სულ ხუთი და და ერთი ძმა ვართ.კარგი ბავშვობა მქონდა,რადგან
ყველა მანებივრებდა,როგორც პატარას.მიყვარდა ცეკვა და სულ ვცეკვავდი ხოლმე,მაგრამ მოცეკვავე
მაინც ვერ გამოვედი...
ხშირად დავდიოდით მთაში,იქ სადაც ალპური ზონაა ვკრეფდით
ჟოლსა და შალშავს ვკრეფდით დეკას.ვეძებდით ტოროლების ბუდეებს,ვუვლიდით ცხვარსა და ძროხას,ჩემი
და-ძმები კითხულობდნენ წიგნებს მათ შემაყვარეს კითხვა.
სკოლაში 1975 წელს შემიყვანეს,ერთხელ ზამთარში დიდი
თოვლი მოვიდა და სკოლაში ჩემმა ძმამ წამიყვანა ზურგზე მოკიდებული,როგორი მოსწავლე ვიყავი
არ მახსოვს,მერე კი ყველაფერი თანდათან გავაცნობიერე და მივხვდი,რომ სწავლა აუცილებელი
იყო...
არჩილ კოხიტაშვილი
Tuesday, June 19, 2012
ხანა მურადოვი
მე დავიბადე თბილისში. როცა ვიყავი ექვსის წლის ჩემი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად კახეტში. ჩემმა ბავშობამ გაიარა წითელ -წყაროში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ინსტიტუტში და იმის მერე ვარ თბილისში.ძალიან ხშირად მახსენდება ჩემი სკოლა თანაკლასელები და მასწავლებლები
Subscribe to:
Posts (Atom)
