Sunday, July 15, 2012

ნანა ჟვანია

 ოჯახში ყველაზე პატარა ვიყავი. ამიტომ ყველას ძალიან ვუყვარდი და ყველა  ჩემზე ზრუნავდა. იდეალური ბავშვობა  მქონდა.ისე გავიზარდე  რომ სიტყვა "არა" არავისგან მახსოვს. ძალიან სასაცილო სახელი შემარქვეს ოჯახის წევრებმა-"ზედმეტა".
    მენატრება ის დრო...
    ყველაფერს ჩემს  მშობლებს ვუკავშირებ.ძალიან მენატრება ორივე. ძალიან ცელქი ვიყავი, ხიფათით სავსე.ჩემგან მათ მოსვენება არ ჰქონდათ. ხშირად ვნატრობ ბავშვობაში დაბრუნებას.

ნაირა ბრაჭული



ჩემი ბავშვობა
დავიბადე ქ.დუშეთში,ერთ ჩვეულებრივ ოჯახში სადაც ძალიან მანებივრებდნენ.
მაგრამ ვიყავი ძალიან ხიფათა, რაც დღემდე მომყვება . ვარდებოდი  იქიდან
საიდანაც შეიძებოდა გადმოვარდნა  და საიდანაც არ შეიძლებოდა.მაგრამ
მიუხედავად ამისა მაინც დავბრუნდებოდი 15-წლით უკან.
ვიყავი ძალიან მშვიდი და ადვილი სამართავი. მიყვარდა თოჯინები და საკრუთარ
თავთან საუბარი.

ხათუნა ჭინჭარაული






დავიბადე  1967 წლის 28 ივნისს, თიანეთის რაიონში. დავდიოდი ბაღიაანების საბავშვო ბაღში. დავამთავრე ზოია რუხაძის სახელობის საშუალო სკოლა.ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ლელა ღვინიაშვილი, ვსწავლობდი კარგად, ვიყავი კლასის პიონერხელმძღვანელი, აქტიურად ვიყავი ჩართული პიონერულ საქმიანობაში, ვაგროვებდით პანტა- მაჟალოს, რითაც ჩვენი წვლილი შეგვქონდა საბჭოთა კავშირის აღმშენებლობის საქმეში. ბეღურებსაც ვკვებავდი. ვცხოვრობდი ჩვეულებრივი ბავშვივით.  სწავლა გავაგრძელე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე.  

ნინო ოდიშელიძე


ჩემი   ბავშვობა
მე, ნინო ოდიშელიძე დავიბადე ქ.თბილისში, გაზაფხულის ერთ ლამაზ დღეს.
ბავშვობა მქონდა ლაღი და ბედნიერი,საბავშვო ბაღი არ მიყვარდა და არც მივლია
ბებიასა და დედას წყალობით.როგორც ამბობდნენ ვიყავი  ხალიან აქტიური ,ცელქი
და ლამაზი.  ვარ მეორე გოგო ოჯახში , ალბათ ელოდებოდნენ ბიჭს , ამიტომ ბიჭივით
მათამამებდნენ.
დავამთავრე თბილისის 134-ე საშ. სკოლა  და მუსიკალური, ეს პერიოდი სავსე იყო
კურიოზებით.სკოლის დამთავრებით ალბათ მთავრდება ბავშვობაც.
მახსენდება ერთი ლექსი:
მივდივარ, ვტოვებ სკოლის კედლებში ოქროს ბავშვობას
და ამ ხანასი ვერასოდეს ვერ დავბრუნდებით.........

ნანა მირზიაშვილი


ჩემი ბავშვობა

ზამთრის ერთ სუსხიან დღეს დავიბადე პატარა, ლამაზ ქალაქში - დუშეთში. მქონდა უდარდელი, ლაღი, ბედნიერი ბავშვობა. ვსწავლობდი კარგად. ხშირად  ვბაძავდი მასწავლებლებს და ვოცნებობდი  ვყოფილიყავი ისეთი,როგორებიც ისინი იყვნენ.
ძალიან მახარებდა უფროსებისგან შექება.ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი თბილი და ყურადღებიანი. არასოდეს არავინ მომიტყუებია,ამიტომ  ბევრს უნდოდა ჩემთან მეგობრობა.
მოკლედ: ,,ჭრიჭინასავით’’ არასოდეს მიცხოვრია!
არადა ამ გადასახედიდან ვფიქრობ,რომ ხანდახან ,,ჭრიჭინობა’’  კარგია!

თამუნა ისაშვილი


ჩემი ბავშვობა


 გავიზარდე მრავალშვილიან ოჯახში რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემს და-ძმებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. ვიყავი ყოველთვის დამთმობი, მშვიდი და უპრეტენზიო ბავშვი. ყველანაირ საოჯახო  საქმეში ვეხმარებოდი ჩემს მშობლებს . ძალიან მიყვარვა  კერვა, ქსოვა,ქარგვა. ჩემს თოჯინებს ყოველთვის ჩემი ხელით შეკერილ და მოქსოვილ ტანსაცმელს ვაცმევდი.
   სკოლაში კარგად ვსწავლობდი  თითქმის ყველა საგანს. ძალიან მიყვარდა ჩემი დამრიგებელი, რომელიც წლების განმავლობაში ჩემთვის იყო მისაბაძი ადამიანი.

ნატო ლალიაშვილი


ჩემი ბავშვობა
მე, ნატო ლალიაშვილი, დავიბადე ქ.დუშეთში 1978 წელს. ბავშვობა, როგორც ყველა  ადამიანს, მეც ძალან ლამაზი მქონდა (ყოველ შემთხვევაში ასე მგონია J ) დავდიოდი საბავშვო ბაღში და ამბობენ, რომ ცელქი და ენამოსწრებული ბავშვი ვყოფილვარ. ამასან დაკავშირებით იხსენებენ უამრავ კურიოზს.
1995 წელს დავამთავრე დუშეთის  #1 საჯარო სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი, ბიჭებში გაზრდილს (მყავს 2 ძმა), თავი მთლად გოგო არ მეგონა და ეს მიქმნიდა პრობლემებს J თუ რამე რ მომეწონებოდა, აქტიურ შეტევაზე გადავდიოდი. ამას თან ერთვოდა ჩემი ბუტიაობა და ასე გავლიე ჩემი საუკეთესო წლები J ...მას შემდეგ, რაც ფილოლოგიურზე ჩავაბარე და კურსზე უამრავი გოგონა დამხვდა, მეც, ასაკმომატებული და განაზებული J შევუდექი დიდი ცხოვრების მე-2 ეტაპს,  „დიდობისას“...

ნათია ჭიკაიძე


ჩემი ბავშვობა

დავიბადე 1981 წლის 30 მაისს ქ. დუშეთში. ოჯახში ყველაზე უმცროსი შვილი ვიყავი,  მშობლებს არ სჭირდებოდათ დიდი ძალისხმევა ჩემს აღზრდაში, რადგან მორჩილი ბავშვი ვიყავი, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს მშობლებისგან ხმამაღალი შენიშვნა არ მახსოვს. ძალიან მიყვარდა თოჯინებით თამაში,  ვუკერავდი ტანსაცმელს და  ყოველთვის ისე ვუფრთხილდებოდი როგორც ცოცხალ არსებებსJ.  თოჯინები დღემდე მაქვს შემონახული და მათ რომ ვუყურებ ბავშვობის ხანაში ვბრუნდები ხოლმე.
მიუხედავად იმის რომ მშვიდი და დამჯერი ბავშვი ვიყავი ერთ ადგილას მჯდომს ვერავინ მნახავდა. ყოველთვის ისეთ რაგაცას ვაკათებდი რაც ფიზიკურ აქტივობას მოითხოვდა. შედეგად მეზობლებმა კურდღელა შემარქვეს:) ეს იყო ჩემი ბავშვობის ზედმეტი სახელი J.

ნანა ბოძაშვილი


დავიბადე  . დუშეთში 1973 წლის 1 აგვისტოს. მქონდა ძალიან უზრუნველი და ბედნიერი ბავშობა. ჩემი ბავშობა - ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ხანაა. ბავშობაში ძალიან მხიარული, და ცელქი ბავში ვიყავი. 


          

ქეთინო ბეჟანიშვილი

 
მე ვარ ქეთინო ბეჟანიშვილი, დედამ და მამამ მდინარეზე ჩამომავალ ნავში მიპოვეს, თურმე ვმღეროდი: წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდაო....შევებრალე და გამზარდეს. მათი ამაგი დავაფასე იმით,რომ პედაგოგი ვარ,თუმც დედა არ მირჩევდა, ეს პროფესია ჩემმა პედაგოგებმა შემაყვარეს, მადლობა მათ. ლამაზი და სასიამოვნო ბავშვობა მქონდა.არ მეკლდა ,,რახათ ლუხუმი" და მაშინდელი გემრიელი ,,ნუგა-ნუგა". ნეტა იმ დროს.....

ელისო ებიტაშვილი


ჩემი ბავშვობა
            მე, ელისო ებიტაშვილი, დავიბადე დუშეთის რაიონის  სოფელ ბაზალეთში, ბავშვობა გავატარე სოფელში.
ბავშობა მქონდა  ხალისიანი, საინტერესო და უპრობლემო, ასე ვთქვათ – ბედნიერი ბავშვობა. განსაკუთრებით ზაფხული იყო ყოველთვის საინტერესო, სოფელი ივსებოდა მოსული სტუმარი ბავშვებით და იწყებოდა სიახლეებით და თავგადასავლებით სავსე ზაფხული.
დღის გამრავლობაში სახლში უფროსებს ვეხმარებოდით, დავდიოდით ტბაზე, ექსკურსიებზე უფროსებთან ერთად,ან ვკითხულობდით, საღამოს ვიკრიბებოდით ერთად და ვერთობოდით: ვსუბრობდით, ვთამაშობდით სხვადასხვა საბავშვო თამაშებს, ვქურდობდით ხილზე, გვქონდა ცეკვა-თამაში და ა.შ.

ლეილა ებიტაშვილი


ჩემი  ბავშვობა







მე, ლეილა ებიტაშვილი დავიბადე სოფელ ბაზალეთში.ამ მშვენიერ სოფელში გაიარა ჩემი ბავშვობის ლამაზმა  და უდარდელმა წლებმა.როგორც ყველა ბავშვი მეც ჩემ თანატოლებთან ერთად დავრბოდი აღმა-დაღმა, ხან მინდორში,  ხან ტყეში, ცხელ ზაფხულში ხშირად დავდიოდით ბაზალეთის ტბაზე. სურვილი მქონდა მესწავლა ცურვა ,ამაში მეხმარებოდა ჩემი ძმა.ერთხელაც გავთამამდი და ცოტა შორს გავცურე,ძალიან დავიღალე ვეღარ ვცურავდი და ვიხრჩობოდი,იქვე იყო ჩემი ძმა და გადამარჩინა. ტბაზე სიარული ახლაც მიყვარს თუმცა ვერ ვცურავ.

ოლია ბეკოშვილი


ბავშვობა 



მე ოლია ბეკოშვილი დავიბადე დედოფლისწყაროს რაიონში.ბავშვობა გავატარე სოფელ ჯაფარიძეში.მქონდა ხალისიანი და საინტერესო ბავშვობის წლები.მიყვარდა ექიმობა  და გამოვედი მასწავლებელი.

ნინო სინჯარაძე


                                                             ჩემი ბავშვობა






მე ვარ ნინო სინჯარაძე. 1976 წლის 18 აგვისტოს მამაჩემმა რეზო სინჯარაძემ და დედაჩემმა მაყვალა ჯვარიძემ, ბაზალეთის ტბაში ოქროს აკვანში პატარა ბავშვი იპოვეს. ამოიყვანეს და გავჩნდი მე! რა თქმა უნდა ოქროს აკვანი აღარ წამოიღეს. უკან დააბრუნეს. მათ ხომ ამხელა სიმდიდრე იპოვეს! ბავშვობა გავატარე ბაზალეთში. შეიძლება ითქვას რომ საუკეთესო წლები იყო ეს წლები ჩემ ცხოვრებაში. უდარდელი და ბედნიერი. 7 წლამდე ისე ვიზრდებოდი, რომ სოფელში ,,მათე ბიჭი’’ დამარქვეს. სკოლაში კი სრულიად შევიცვალე. მერე კიდევაც გავიზარდე... 

შორენა კოჭლიშვილი


ჩემი ბავშვობა
მე,შორენა კოჭლიშვილი დავიბადე ფშვში-სოფელ უძილაურთაში,ცასთან და მზესთან ახლოს.დავიბადე და გავიზარდე მრავალშვილიან ოჯახში ექვსი დედმამიშვილიდან ვარ მეექვსე ოჯახის უმცროსი წევრი,სულ ხუთი და და ერთი ძმა ვართ.კარგი ბავშვობა მქონდა,რადგან ყველა მანებივრებდა,როგორც პატარას.მიყვარდა ცეკვა და სულ ვცეკვავდი ხოლმე,მაგრამ მოცეკვავე მაინც ვერ გამოვედი...
ხშირად დავდიოდით მთაში,იქ სადაც ალპური ზონაა ვკრეფდით ჟოლსა და შალშავს ვკრეფდით დეკას.ვეძებდით ტოროლების ბუდეებს,ვუვლიდით ცხვარსა და ძროხას,ჩემი და-ძმები კითხულობდნენ წიგნებს მათ შემაყვარეს კითხვა.
სკოლაში 1975 წელს შემიყვანეს,ერთხელ ზამთარში დიდი თოვლი მოვიდა და სკოლაში ჩემმა ძმამ წამიყვანა ზურგზე მოკიდებული,როგორი მოსწავლე ვიყავი არ მახსოვს,მერე კი ყველაფერი თანდათან გავაცნობიერე და მივხვდი,რომ სწავლა აუცილებელი იყო...

ფატი სიდამონიძე

მე ვარ ფატი სიდამონიძე, დავიბადე 1988 წლის 31 ივლის.
ბავშვობაში ვიყავი ძალიან მშვიდი და დამჯერი ბავშვი,ვკითხულობდი წიგნებს,  ვსწავლობდი კარგად, მსურდა გავმხდარიყავი მასწავლებელი და ბავშვობაში ვთამაშობდი მასწავლებლობანას.მქონდა ძალიან კარგი ბავშვობა;

არჩილ კოხიტაშვილი


ბავშობა
ბავშვობაში ვიყავი ძალიან ცელქი,  მოუსვენარი, მააააააგრამმმმ უფროსებს ვუჯერებდი, კარგად ვსწავლობდი , ჩემი ბავშვობიდან ყველაზე თბილად ლამფის შუქზე ღუმელთან გატარებული საგამოები მახსენდება, მაგრამ შემდეგ მოვიდა მიხეილი და გაანათა ქვეყანა.
P.S. კაი იყო ბავშვობა!!!!!!!