Tuesday, June 19, 2012
ხანა მურადოვი
მე დავიბადე თბილისში. როცა ვიყავი ექვსის წლის ჩემი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად კახეტში. ჩემმა ბავშობამ გაიარა წითელ -წყაროში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ინსტიტუტში და იმის მერე ვარ თბილისში.ძალიან ხშირად მახსენდება ჩემი სკოლა თანაკლასელები და მასწავლებლები
Роза Манасянц
Роза Манасянц родилась в Тбилиси,где живу и по сей день. Я очень люблю этот прекрасный , красивый, вечно юный город. И каждый раз, покидая его, я с нетерпением жду возвращения домой.Детство своё я вспоминаю с удовольствием, радостью.У меня было счастливое детство.Каждое лето я отдыхала то в Батуми, то в Боржоми, то в Кобулети.
ნინო ნიქაცაძე
დავიბადე 1971 წლის 6 იანვარს ხარაგაულის რაიონში. დედა-მაყვალა მაისურაძე. მამა- სოსო ნიქაცაძე იყვნენ და დღემდე არიან მზრუნველი, თბილი და ყურადღებიანი მშობლები. ვიყავი ძალიან ცელქი ბავშვი. ბაღში არასდროს მივლია. 1977 წელს შევედი სკოლაში. პარალელურად დავდიოდი მუსიკაზე. 1988 წელს დავამთავრე ხარაგაულის N1 საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე.ჩემი ბავშვობა არის ულამაზესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.
Сорокина Ирина,
Сорокина Ирина,родилась в Тбилиси. Каждое лето ездили со всей семьёй на отдых на нашу дачу. Дача находится в Метехском районе.Дом находился на пригорке, за водой ходили на родник,который находился за домом.Нам очень нравилось,и мы каждое утро спускались к нему за свежей водой.Родник протекал в лесу,неподалёку,справа,протекала речка. Нам очень там нравилось!
ნატალია ნებიერიძე
დავიბადე 1977 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისში.ჩემს ოჯახში
მესამე ბავშვი ვიყავი და ამიტომ ჩემი და-ძმა სულ სიტბოსა და სიყვარულს გამოხატავდა ჩემს მიმართ.გარეგნობით მამას ვგავარ, მეც მასავით ცისფერი თვალები მაქვს.ახალგაზრდობაში კკაცრი ბუნების კაცი იყო.თუ იგი მკაცრად ეკცეოდა ჩემს და-ძმას იგივეს ვერ ვიტყვი ჩემზე.მე,როგორც ნაბოლარას(ასე მეძახდნენ ბავშობაში),მამა არასოდეს მომქცევია მკაცრად.ალბათ ეს ჩემი ხასიათიდან და ბუნებიდან გამომდინარეც იყო.ბავშობიდან ვარ დამოუკიდებელი,მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებული.ალბათ ყველა ის თვისება, რაც მამას მოსწონდა და ამიტომ მისგან არასოდეს შენიშვნა არ დამიმსახურებია.დადებით თვისებებთან ერთად რა თქმა უნდა უარყოფითი თვისებებიც მაქვს. ვარ ნაკლებად კონტაქტური,რადგან ბუნებით წყნარი ვარ არ მიყვარს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა.
ამჟამად ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას.მყავს მეუღლე და ორი ბავშვი.
ნონა ანთიძე
დავიბადე ქ. თბილიში მოსამსახურის ოჯახში ვიზრდებოდი თბილ მზრუნველ გარემოში ვსწავლობდი ქ. თბილისის მე-4 საშუალო სკოლაში. ასევე მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი პიონერტა სასახლეში მხატრული კითხვის წრეზე მოკლედ მქონდა საინტერესო მხიარული და ლაღი ბავშვობა.
რუსუდან ნათენაძე
ჩემი ბავშვობა
დავიბადე თბილისში, ნაძალადევში. ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობაც
იქ გავატარე.
ვსწავლობდი მე-12 საშუალო სკოლაში, რომელიც დღემდე ძალიან
მიყვარს და მოწესრიგებული სკოლის ეტალონად მიმაჩნია. სიმართლე რომ ვთქვა, ახლა ნამდვილად
არ ვიცი, იქ რა ხდება, მაგრამ ჩემს ბავშვობაში მართალაც სანიმუშო წესრიგი იყო დამყარებული.
მახსოვს, დერეფანში მასწავლებელი რომ გამოივლიდა, მოკრძალების ნიშნად კედლებს ავეკრებოდით.
შეიძლება მაშინ მართლაც სხვა დრო იყო, ჩვენც სხვანაირად ვიზრდებოდით, მაგრამ ხშირად
მინატრია, ნეტა ჩვენი შვილებიც ისეთ მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში სწავლობდნენ, როგორშიც ჩვენ ვიზრდებოდით-მეთქი.
მარტო დისციპლინა კი არა, სწავლის ხარისხიც უკეთესო იყო. ჩემს დროს სკოლაში ათი წელი ვსწავლობდით,
მაგრამ გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თაობა ბევრად მეტ ცოდნას იძენდა, ვიდრე ახლა თორმეტი წლის
განმავლობაში. მახსოვს, კლასში 30 მოსწავლე
ვიყავით. აქედან 4-5 თუ იქნებოდა ისეთი, რომელსაც
სწავლა ეზარებოდა, დანარჩენები კი მართლაც ვინდომებდით.ახლა კი, კლასში რომ შეხვალ,
4-5 მოსწავლე თუ ცდილობს ცოდნის შეძენას, დანარჩენები კი კაცმა არ იცის, რისთვის დადიან, რისთვის კარგავენ
დროს.
მახსოვს, საზაფხულო არდადეგებს ყოველთვის სოფელში ვატარებდი.
ჩემი სოფელი ჯავახეთშია, მას გოგაშენი ჰქვია და ვარძიას გადაჰყურებს. ალბათ, ამქვეყნად
არც ერთი კუთხე არ მიყვარს ისე, როგორც იქაურობა. ამ სოფელთან არის დაკავშირებული ჩემი
ბავშვობის ბედნიერი დღეები. დღემდე მახსოვს, როგორ დავდიოდით ვარძიაში, როგორ დავძვრებოდით გვირაბებში, ვათვალიერებდით
და ვაკვირდებოდით თითოეულ გამოქვაბულს, კლდის თითოეულ ნაპრალს.
განსაკუთრებით მახსენდება, რამდენ წიგნს ვკითხულობდით
არდადეგებზე. დღემდე მახსოვს ის წიგნები, რომელიც იქ მაქვს წაკითხული. არდადეგების
დადგომა ხომ იმისთვის უფრო გვიხაროდა, რომ
ბევრ წიგნს წავიკითხავდით. თუმცა კითხვას სწავლის დროსაც ვახერხებდით. მახსოვს, როგორ
ვუცვლიდით მე და ჩემი კლასელები ერთმანეთს საყვარელი მწერლების წიგნებს. ყოფილა შემთხვევა,
რომ ერთ წიგნს ერთდროულად რამდენიმე ბავშვიც კი ვკითხულობდით და მოუთმენლად ველოდით
ჩვენი რიგის დადგომას.
რა გულდასაწყვეტია, რომ დღევანდელი ბავშვების უმეტესი
ნაწილისათვის ეს გრძნობა უცხოა და ჩემი თაობის
ადამიანების ამგვარი ნაამბობი მათ მხოლოდ ღიმილს
ჰგვრის.
Subscribe to:
Posts (Atom)